logo
ENG



გამყრელიძე: ნაწილობრივი ლოკდაუნი ქვეყანაში არის, შეზღუდვები შეიძლება კიდევ გაფართოვდეს

12 ნოე 202018:04
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ნაწილობრივი ლოქდაუნი შეიძლება გაფართოვდეს და ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.  

ამასთან, გამყრელიძის თქმით, სრული ლოქდაუნი ამ ეტაპზე არ განიხილება. 

"ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება კიდევ გაფართოვდეს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ სრული ლოქდაუნი, ამ ეტაპზე არ განიხილება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3120 - ით გაიზარდა, ხოლო 33 ადამიანი გარდაიცვალა

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს. გარდა ამისა, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია სივრცეშიც. შეზღუდვები შეეხო კვების ობიექტებსაც, რომელბსაც 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ მთავრობას არ დაუკონკრეტებია როდემდე გაგრძელდება ხსენებული შეზღუდვები. 

 


close დახურვა